
საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა
20/06/2019 19:49:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.
“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- განაცახადა ელჩმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.