
ბუსა ჟვანიას დედა მისი ვაჟისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება
04/08/2020 13:06:22 სამართალი
ბიზნესმენ გოგი თობაძის შვილისშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ბუსა ჭვანიას დედამ ნინო ჟვანიამ მომხდართან დაკავშირებით პოზიცია პირველად დააფიქსირა. ის მისი შვილისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება.
ამასთან, ნინო ჟვანიამ უპასუხა გოგი თოფაძის განცხადებას, რომ მოლაპარაკებას არავისთან აპირებს და აღნიშნა, რომ თოფაძეებს მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად ურეკავდა და არა სხვა მიზნით.
„მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო. ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც მათთვის.
პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გამოვიხედეთ თვალში – ემოციურად ყველანი ცუდად ვიყავით, ახლა ნელ–ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, გამოძიება ობიექტური იქნება, მაგრამ რომ დაუმძიმეს ბრალი, ჩემთვის ეს მძიმე იყო. პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ასე...“,– განუცხადა ნინო ჟვანიამ ჟურნალისტებს სასამართლოში, სადაც ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
ცნობისთვის: თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.
ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.