
გიორგი ვაშაძის საარჩევნო დაპირება: "ყველა სესხზე განახევრდება პროცენტი"
04/08/2020 13:15:03 საშინაო პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს საბანკო სესხებზე პროცენტის შემცირებას ჰპირდება.
"პირობა, რომელსაც შევასრულებთ არჩევნების მოგებისთანავე, პირველი იანვრიდან მინიმუმ, განახევრდება სესხი პროცენტი აბსოლუტურად ყველა სესხზე, რომელიც საქართველოშია", - განაცხადა ვაშაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" კიდევ ერთი დაპირებით, დეკემბერში ყველა პენსიონერსა და შშმ პირს საბანკო პროცენტი ჩამოეწერება.