
ადვოკატი განმარტავს, რატომ მიმართა ბუსა ჟვანიამ კლინიკას სხვა სახელით და გვარით
04/08/2020 13:49:48 სამართალი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ადვოკატი ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ჭკადუა აღნიშნავს, რომ ჟვანიას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, რასთან დაკავშირებითაც, პროკურატურას საკუთარ შუამდგომლობაში არ უსაუბრია.
ამასთან, ჭკადუა ამბობს, რომ ჟვანიამ კლინიკას „სხვა სახელი და გვარი იმის გამო უთხრა, რომ დედამისს არ ენერვიულა“.
სასამართლო პროცესზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სახელმწიფო ბრალდებამ, რომელიც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
პროკურორის თქმით, ბესარიონ ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დროს შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულიდან მალევე კი, ჟვანია თოფაძის საცხოვრებელ სახლში მივიდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.
განახლება
სასამართლომ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.