Accentnews.ge
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა

04/08/2020 14:29:24 საშინაო პოლიტიკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიიღო.

არჩევნებში მონაწილეობა თსუ-ის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო.

გიორგი შარვაშიძეს მხარი საბჭოს 32-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გიორგი ბარამიძემ და ცირა ბარამიძემ თითო ხმა მიიღეს.

გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტის რექტორის პოსტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

აღნიშნულ თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს. მიმდინარე წლის იანვარში მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე პლაგიატში დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S