
სააკაშვილი საქართველოში პრემიერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებაზე: "მოვლენებს წინ არ გავუსწრებ"
04/08/2020 14:48:51 საშინაო პოლიტიკა
"მე ნამდვილად არ გავუსწრებ წინ არანაირ მოვლენებს", – ასე უპასუხა საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა კითხვას საქართველოში პრემიერობის კანდიდატად შესაძლო დასახელების თაობაზე.
"მთელი ეს პერიოდი იხილება, რომ მე შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ გაეცნოთ უკრაინის პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში და ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას „შევატენო“ ჩემი თავი რაღაცის კანდიდატად – ეს სასაცილოა და დამაბნეველი. ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება და გამქარალია უკვე საერთაშორისო რადარებიდან. [...] მე ყველა ჩვენს თანამებრძოლს ვცემ პატივს მაგრამ, როგორ იქნება და რა იქნება, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს ეს გაუგებრობა. რა თქმა უნდა, ყველა პარტია დაასახელებს თავის პრიორიტეტებს და ამასაც ვნახავთ. მე ნამდვილად არ გავუსწრებ წინ არანაირ მოვლენებს მაგრამ, ერთი რამე ზუსტად ვიცი, დრო ცოტაა, ყოველი დღე უნდა ვმუშაობდეთ ივანიშვილის დამარცხებაზე და არა იმაზე, რომ ვარჩევდეთ მეათეხარისხოვან საკითხს", – განაცხადა სააკაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.