
"ივანიშვილმა შავი "პიარისთვის" ისრაელიდან მანიაკი ჩამოიყვანა. არაფერი აღარ გიშველით, ცვლილებები მოდის"
04/08/2020 15:00:06 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" "პიარის" სპეციალისტს მოშე კლუგჰაფტს ამჯერად "მანიაკი" უწოდა და განაცხადა, რომ მმართველ გუნდს "აღარაფერი უშველის" და იგი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება.
„ივანიშვილმა ჩამოიყვანა ისრაელიდან კლუგჰაფტი – ფსიქიურად დაავადებული მანიაკი. ამ მანიაკმა ჩამოიყვანა მეორე მანიაკი ვითომ პიარის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა „პიარი“ შეიძლება, იყოს მხოლოდ შავი. გინდა შავი „პიარი“ აკეთეთ, გინდა ყვავის ნახარში სვით , გინდა მგლის ქონი წაუსვით საარჩევნო ყუთებს, გინდა სხვადასხვა ქვები რომ ჩამოაქვს ივანიშვილს, შეულოცე როგორც გინდა ბიძინა, არაფერი აღარ გიშველის. რადგან ქართველი ხალხის ნება სრულიად ნათელია. ჰაერშია ცვლილებების განცდა. ეს ცვლილებები მოდის და ჩვენ ყველა ამის მოწმე გავხდებით, მათ შორის ჩემი მონაწილეობით“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა 2018 წელს მოშე კლუგჰაფტს ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში "ებრაელი აფერისტი" უწოდა.