
13 მაისს საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
12/05/2019 20:10:20 სხვა, საზოგადოება
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმის" ცნობით, ახალ ქსელზე გადაერთების გამო, 13 მაისს, დღის 12:00 საათიდან 14 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება. ეს ქუჩებია: კანდელაკის, ბუდაპეშტის და მიმდებარე ქუჩები, ასევე, ნუცუბიძის ქუჩა და ვაჟა-ფშაველას გამზირი.
კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 3 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი და წყალმომარაგებისთვის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები გაკეთდა.
სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021