Accentnews.ge
პარტიებმა 6 თვეში 7 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, აქედან  67% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

პარტიებმა 6 თვეში 7 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, აქედან  67% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

05/08/2020 07:12:23 საშინაო პოლიტიკა

პარტიებმა 6 თვეში 7 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, აქედან 67% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ქოჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულებების სახით 7 004 696 ლარი მიიღეს.

ექვსი თვის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობამ შეადგინა 4 720 251 ლარი, „ლელო“ – 1 494 915 ლარი, (ის სრულად შემოწირულობით ფინანსდება, რადგან მას საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვს). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 465 869 ლარი, „ევროპული საქართველო“ 145 900 ლარი, „პატრიოტები“ 144 000 ლარი, სხვა პარტიების შემოწირულობა 33 596 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S