Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის დედა: "FBI-ს ჩართვა კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ მაწყობს"

ბაჩალიაშვილის დედა: "FBI-ს ჩართვა კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ მაწყობს"

05/08/2020 07:34:05 სამართალი, საზოგადოება

„FBI-ს ჩართვა კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ მაწყობს“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის გამართვამდე განაცხადა.

„ჩემი კითხვები იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩართავდნენ FBI-ს საქმეში და ამის გამო მოვედი. გააჩნია FBI-ს რა დონეზე ჩართავენ იმიტომ, რომ კონსულტაციების დონეზე მათი ჩართვა ნამდვილად არ მაწყობს. დაწყებული დაკარგვის დღიდან, დამთავრებული დღემდე FBI უნდა იყოს ჩართული. ყველაფერი უნდა გამოიძიოს ფედერალურმა ბიურომ, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს 5 დღის მანძილზე, რატომ გასუფთავდა კომპიუტერი და ანალოგიურად მანქანაც როცა გაიხსნება შემდეგ გავიგებთ. ველოდებით ფედერალური ბიუროს ჩამოსვლას და ისე გაიხსნება. მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული, რადგან ამდენი ხარვეზია გამოძიებაში. არცერთ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გაუციათ, ვნახოთ რამდენ კითხვაზე გამცემენ პასუხს. პირველი მოთხოვნა იქნება, დრონის კადრები მანახონ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართა. ისინი გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოდნენ. დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S