Accentnews.ge
ბახტაძე: „ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან გვაქვს საქმე“

ბახტაძე: „ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან გვაქვს საქმე“

20/06/2019 20:06:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან გვაქვს საქმე“.

"რაც თითოეულმა ჩვენგანმა იხილა, ეს არის სრულიად მიუღებელი ერისთვის, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის თავისუფლებისთვის. ეს იყო ისეთი სურათი, რომელმაც თითოეულ ქართველში გამოიწვია ის ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოეწვა და მე ვარ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების ყველა წევრის მიმართ. ამასთან ერთად, ბუნებრივია, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ დაიწყო ეს ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მაგრამ რასაც ბოლო 2 საათის განმავლობაში ვუყურებთ, ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას. მთელი 7 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვადევნებდით თვალყურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა დისონანსი, არასტაბილურობის განცდა შემოეტანა საზოგადოებაში. მას ეს არ გამოსდიოდა და არც არასდროს არ გამოუვა. მსურს, განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლის ხელშიც არის საქართველოს მომავალი: მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან ვიწყო პოლიტიკურ ინტერესთან, მცდელობასთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოში. საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ შემდგარი ქვეყანა ვართ და ჩვენ ძალადობას არასდროს შევეგუებით და მას ექნება ადეკვატური პასუხი,“ - განაცხადა ბახტაძემ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S