Accentnews.ge
ლაშა ნაცვლიშვილი: "ნაცოპოზიციაში შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე ვინც აქტიურობს,  ქართველები მართლა მეხსიერებადაკარგული ერი ვგონივართ"

ლაშა ნაცვლიშვილი: "ნაცოპოზიციაში შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე ვინც აქტიურობს,  ქართველები მართლა მეხსიერებადაკარგული ერი ვგონივართ"

05/08/2020 09:48:23 საშინაო პოლიტიკა

"ნაცოპოზიციაში შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე ვინც აქტიურობს, ქართველები მართლა მეხსიერებადაკარგული ერი ვგონივართ", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დღევანდელ ნაცოპოზიციაში შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე აქტიურობენ:

ზურაბ ადეიშვილის დროინდელი ოთხი პროკურორი:

გვარამია, ზოდელავა, საყვარელიძე, ღვინიაშვილი;

ზურაბ ადეიშვილის ორი მოადგილე:

გიორგი ვაშაძე და ოთარ კახიძე;

ადეიშვილის ორგზის მოადგილე (იუსტიცია, უშიშროება):

გიგი უგულავა;

მიშა სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი:

გიგა ბოკერია;

მიშა სააკაშვილის სამგზის ძალოვანი მინისტრი:

ირაკლი ოქრუაშვილი;

მიშა სააკაშვილი ხერხემალი ძალოვანი:

ვანო მერაბიშვილი;

მიშა სააკაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი:

გიორგი ბარამიძე;

მიშა სააკაშვილის სასჯელაღსრულების მინისტრი:

დიმიტრი შაშკინი;

მიშა სააკაშვილის პოლიციის აკადემიიის შეფი:

ხატია დეკანოიძე;

ამ, ეგრედ წოდებულმა ხალხმა, მათივე ვიცე-ბელადის, ვანო მერაბიშვილის ცოლის დავალებით მოკლული გირგვლიანის საქმე ისე გააყალბა, რომ სტრასბურგი განაცვიფრა და მისი ვერდიქტის მიუხედავად, სიმართლის დადგენას ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;

ამ, ეგრედწოდებულმა ხალხმა (ხუთმა პროკურორმა), წლობით ათრია ბუტას საქმე სეიფიდან სეიფში და ამ საქმეზე სიმართლის დადგენასაც ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;

ამ, ეგრედწოდებულმა ხალხმა, ჩაცხრილა ვაზაგაშვილი და ისე გააყალბა საქმე, რომ სტრასბურგის გამაოგნებელი ვერდიქტი დაიმსახურა;

ამ ხალხმა უსაფუძვლოდ დაიჭირა, აწამა და გააუბედურა ათეულობით ათასი ადამიანი.

ამ, ეგრედწოდებულ ხალხს, ქართველები მართლა მეხსიერებადაკარგული ერი ვგონივართ, - იქნებ, არცთუ უსაფუძვლოდ?

ოქტომბერში გავცეთ ამ კითხვას პასუხი”,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S