Accentnews.ge
ადვოკატის ცნობით, უნდა გაირკვეს, FBI-ის მონაწილეობას რა არეალი ექნება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში

ადვოკატის ცნობით, უნდა გაირკვეს, FBI-ის მონაწილეობას რა არეალი ექნება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში

05/08/2020 10:34:29 სამართალი

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს და ამასთან დაკავშირებით FBI-წერილი უკვე გაეგზავნა.

რამიშვილის თქმით, ახლა უნდა გაირკვეს, ფედერალური ბიუროს მონაწილეობას რა არეალი ექნება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში.

„შევხვდით მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის, ფედერალურ ბიუროსთან გაიგზავნა წერილი, რომ მათი მხრიდან არის მზაობა. აქ უკვე მიდის ის პროცესი, რომ გაირკვეს რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებენ მონაწილეობას, ფედერალური ბიუროს მონაწილეობას რა არეალი ექნება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე პასუხი იყოს გაცემული ყველა არსებულ კითხვაზე. აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის: 4 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა. აქციის შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, მოისმინეს მათი მოთხოვნები და აუხსნეს პროცედურები, რომლებიც გამოძიების პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეხება. კერძოდ, საელჩოს წარმომადგენლებმა ოჯახს განუმარტეს, რომ მოთხოვნა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობის შესახებ სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს, რომ ფედერალურ ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება პროცესში კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთოს. ოჯახი გენერალური პროკურატურისგან შესაბამის ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ტყის პირას, ავტომობილში ნახეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S