
შსს: გაუჩინარებული ილია ფილფანის ძებნის სამუშაოები გრძელდება
05/08/2020 11:05:21 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში თითქმის სამი კვირის წინ გაუჩინარებული ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ საკითხზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე ითქვა, რომ დათავლიერდა არაერთი მდინარე და ტერიტორია.
მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს.
13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს დღის პირველ ნახევარში სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.