Accentnews.ge
ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულმა ჩვენებებმა მეტი კითხვა გააჩინა

ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულმა ჩვენებებმა მეტი კითხვა გააჩინა

05/08/2020 11:17:52 სამართალი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილმა აცხადებს, რომ შსს-ში შეხვედრაზე მისი შვილის საქმის გარკვეული მასალები გააცნეს.

„გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების ჩანაწერების ამოღებას და ყველა მათგანის გაშიფრვას დრო უნდა და ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან. დრონის კადრებს რაც შეეხება, ისინი არსებობს უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნანახი. ყოველ შემთხვევაში, ახლა რაღაც მასალები მაჩვენეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით. ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნებას რაც შეეხება [პირი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია], ის ზოგადად გამოსაკვლევია, საიდან მოვიდა, ვინ არის, რას წარმოადგენს არ ვიცით“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ადოკატი ამბობს, რომ საქმეში არსებულმა ჩვენებებმა მეტი კითხვა გააჩნია.

„გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ვერსიებმა კიდევ უფრო იმატა. მაგალითებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვილაპარაკებ. სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით ჯერ არ არის პასუხი მოსული, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ დრონის მასალა მოსულია, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის არის და ახლა უნდა მოხდეს გადმოწერა, რომ შემდეგ დიდ ეკრანზე დეტალურად გავეცნოთ“, - განაცხადა რამიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ლობჟანიძეს, ის ამბობს, რომ ეჭვებს კომპანია „ზეგის“ საქმიანობა უჩენს. რაც შეეხება ბაჩალიაშვილის დედის უნობლობას, მისი თქმით, მათ შორის გაუგებრობა ლეპტოპის შემოწმების ნაწილში FBI–ს ჩართულობას მოჰყვა.

თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახის მსგავსად ლობჟანიძეც გამორიცხავს.

"ის დაკითხულია მრავალჯერ და კიდევ გაგრძელდება მისი სუბიექტის დადგენა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთობები, ვთქვათ, თამუნასთან, მის სამეგობრო წრესთან. მე ვადასტურებ, რომ ის მყავდა ექსპერტიზაზე წაყვანილი, რადგან მე მქონდა ინფორმაცია, რომ მას აქვს კომპიუტერთან შემხებლობა და იცის ეს საქმე. მე ვერ გეტყვით, ის რატომ გრძნობს თავს საქართველოში დაუცველად და რატომ ითხოვს თავშესაფარს, ამის თაობაზე მან აუცილებლად უნდა განაცხადოს სამართალდამცავ ორგანოებში. მე ეს პიროვნება თამუნას ოჯახში გავიცანი, როდესაც მივედი დაკრძალვის დღეს, იჯდა სუფრასთან, გამაცნეს, როგორც თამუნას მეგობარი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ლობჟანიძესთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: 4 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა. აქციის შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, მოისმინეს მათი მოთხოვნები და აუხსნეს პროცედურები, რომლებიც გამოძიების პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეხება. კერძოდ, საელჩოს წარმომადგენლებმა ოჯახს განუმარტეს, რომ მოთხოვნა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობის შესახებ სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს, რომ ფედერალურ ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება პროცესში კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთოს. ოჯახი გენერალური პროკურატურისგან შესაბამის ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ტყის პირას, ავტომობილში ნახეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S