თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა

05-08-2020 15:54:05 თავდაცვა ,რეკლამა

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება. „თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა, დეზინფორმაციის შემცველი ახალი ამბების გავრცელების პრევენცია და დეზინფორმაციის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირებაა“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები