Accentnews.ge
ზუგდიდში ავარიას ორი მორაგბე ემსხვერპლა

ზუგდიდში ავარიას ორი მორაგბე ემსხვერპლა

05/08/2020 14:06:38 სამართალი

ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა.

როგორც ზუგდიდის სარაგბო კლუბი სოციალურ ქსელში წერს, ავარიას 2 ზუგდიდელი მორაგბე: იაკობ ოთხოზორია და ლევან მაქაცარია ემსხვერპლა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S