
ნიკა მელია: "ბრძოლა არის ბოლომდე"
20/06/2019 20:45:14 ციტატა
"ბრძოლა არის ბოლომდე. ნაცვლად იმისა, რომ კობახიძე გადაეყენებინათ და მოლაპარაკებებზე წამოსულიყვნენ ხალხთან, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს"
განაცხადა ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ. სპეცრაზმელებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშლილი დემონსტრანტები ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ. ამ დროისთვის გაზის შუშხუნებს ისევ ისვრიან.