Accentnews.ge
საოკუპაციო ძალებმა ტახტისძირთან ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს

საოკუპაციო ძალებმა ტახტისძირთან ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს

06/08/2020 09:16:08 კონფლიქტები

რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან აპრილში დაწყებული ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი განაახლეს. აპრილში ტახტისძირელებმა უკვე დაკარგეს 10 ჰექტრამდე მიწა. ეს სოფელი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას ესაზღვრება.

ე.წ. ბორდერიზაციის განახლების გამო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ აამოქმედა.

ერთი წლის წინ, 2019 წლის 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ღობეები აღმართეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარშიც და კუთვნილი მიწის გარეშე დატოვეს გუგუტიშვილების და რაზმაძეების ოჯახები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S