ანანურში ავარიას ორი პირი ემსხვერპლა
06/08/2020 10:49:39 სამართალი
სოფელ ანანურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ერთ-ერთ ობიექტთან შევარდა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


