დასტაბილურდება თუ არა ლარი – ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი

06-08-2020 16:29:36 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, არის შანსი, რომ ეროვნული ვალუტა შემოდგომისთვის სტაბილური იყოს.

„მოლოდინები შედარებით პოზიტიურია, მაგრამ არა მარტივი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ რეგიონის ეკონომიკურ პროგნოზებზე“,- აღნიშნა მინისტრმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა მყისიერი რეაგირებით სეძლეს, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვანი რყევები არ იყოს.

„ზომიერ ინტერვენციებ მიმართავენ, რომ ძალიან საგრძნობი არ იყოს რყევები. დიდი გამოწვევაა: საგარეო ვაჭრობა არაა ისეთი ინტენსიური, როგორც შარშან, ტურიზმიდან შემოსავალი დაგვაკლდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაკროეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური იყოს“.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 6 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 3.0739 ლარი ღირს, ევრო – 3.6398 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0336 ლარი, თურქული ლირა – 0.4385 ლარი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები