
13 მაისის ამინდის პროგნოზი
13/05/2019 03:17:28 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მაისამდე საქართველოში (უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
დასავლეთ საქართველოში კვლავ შედარებით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა 17-დან 23 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი 21-დან 26 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, დღის მეორე ნახევარში თბილისში კვლავ ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 მაისს საღამოს საათებამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შეწყდება წვიმა, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ვარაუდით, 15 მაისს დღის საათებიდან უკვე მთელ საქართველოში გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად მომატება და შედარებით უნალექო ამინდი 18 მაისიდან არის მოსალოდნელი. ბარში, ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია, 30 გრადუსს გადააჭარბოს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021