
წალენჯიხაში მამაკაცი დაჭრეს
06/08/2020 17:27:12 სამართალი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის თემში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია
შუახნის მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.