Accentnews.ge
ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

07/08/2020 05:58:19 სამართალი

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დავით მურვანიძე დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, დავით მურვანიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა.

"წარმოდგენაც კი გვქონდა, რომ დღევანდელი პროცედურა დაკავებით დასრულდებოდა. ავტომობილიდან არაფერი არ ამოუღიათ, არაფერი არ ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო. ეუბნებოდნენ, რომ დააკავებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე და მოხმარებაზე, მუქარით ცდილობდნენ მისგან სასურველი ჩვენება მიეღოთ", - განაცხადა თემურ ადონიამ.

ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ირაკლი ღლონტი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S