Accentnews.ge
ერგნეთში მე–12 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაიმართა: "ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბავს"

ერგნეთში მე–12 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაიმართა: "ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბავს"

07/08/2020 06:13:03 კონფლიქტები

2008 წლის აგვისტოს ომის მე–12 წლისთავთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერგნეთში ჩავიდნენ და მოსახლეობასთან ერთად რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს.

"ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბავს", "მე მახსოვს აგვისტოს დღეები" "რუსეთი ოკუპანტია" - ასეთია აქციის წევრების გზავნილი.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 12 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები დღემდე გრძელდება.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული "საზღვრის"დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S