„თიბისის“ მხარდაჭერით თელავში სასტუმრო „ესკიზი“ გაიხსნა

07-08-2020 10:56:11 ეკონომიკა ,რეკლამა

„აქ და ახლა“ სასტუმრო „ესკიზი“ თელავში „თიბისის“ მხარდაჭერით გაიხსნა. სასტუმრო „ესკიზის“ იდეა ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა.

როგორც „თიბისიში“ აღნიშნავენ, სასტუმრო 57 ადგილიანია და სტუმრები ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გამო მოსწონთ.

„რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამან გაამართლა, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა. პროექტში იმხელა ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ არ გვინდოდა ეს დაკარგულიყო. „ესკიზის“ კონცეფცია გასტრონავტს ეკუთვის, ხოლო დიზაინი ესმა ხეცურიანმა შექმნა, აქ ყველგან იგრძნობა მათი ხელწერა. ალბათ ამ კონცეფციამ და დიზაინმა განაპირობა მეტწილად ის მოწონება, რაც ჩვენმა სასტუმრომ მომხმარებლების მხრიდან დაიმსახურა,“ - აცხადებს „ესკიზის“ დამფუძნებელი ლევან თორაძე.

როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, „ესკიზის“ კონცეფცია შექმნილია მე-19 საუკუნეში არსებულ სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით, „ესკიზი თელავის“ შემთხვევაში შთაგონება ღვინო, ლიტერატურა, არქიტექტურა და ბიბლიოთეკა იყო.

„სასტუმროს ნომრები გაფორმებულია ძველი კავკასიური ხელით ნაკეთი ტექსტილით - სუზანით, ხოლო ამ თემატიკაზე შექმნილი ირმა შარიქაძის ფოტო კოლექცია კი სასტუმროს კედლებს ამშვენებს.

„ესკიზის“ სტუმრებს აქ დახვდებათ: აუზი და სპა, ქართული მარანი და ვენახები, ორი რესტორანი, ტერასა და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი. შემოდგომაზე „ესკიზის“ მარანში, რომელიც 16 ათას ლიტრს ღვინოს იტევს, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინო დაიწურება. ამაჟამად „ესკიზში“ 70 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც მასპინძლობის ხელოვნებაში სპეციალური ტრენინგები გაირეს.

უახლოეს მომავალში, „ესკიზის“ ახალი კონცეპტუალური სასტუმროების ბრენდს კიდევ ორი სასტუმრო შეემატება თბილისსა და გუდაურს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები