
ბახტაძე: "რეზინის ტყვიები და გაზი "ქართული ოცნების" ხელწერა არ ყოფილა და არც იქნება"
20/06/2019 21:23:37 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
“სოციალურ ქსელებში და ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია.
მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართლი კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული".
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა.