Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აუხსნას მოქალაქეებს, რომ ეს არ არის პარტიის დახმარება"

"მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აუხსნას მოქალაქეებს, რომ ეს არ არის პარტიის დახმარება"

07/08/2020 08:56:01 საშინაო პოლიტიკა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ეხმიანება საქართველოს მთავრობის ინიციატივას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე; თვითდასაქმებულების, 17 წლამდე პირებისა და სტუდენტების დახმარების პროგრამაზე.

გიგაურის თქმით, მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა დახმარებებს გასცემს ბიუჯეტიდან, რომელსაც თავად მოსახლეობა ავსებს:

"დღეს საქართველო არის ძალიან რთულ ვითარებაში. გვყავს ბევრი მოქალაქე, რომელსაც შეეხო კრიზისი და მათ ნამდვილად სჭირდებათ დახმარება მთავრობისგან. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოქალაქეები ვერ ხედავენ ზღვარს პოლიტიკურ პარტიასა და მთავრობას შორის. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს დახმარება მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ ეხმარებათ. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი არის ყველასი, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში".

გიგაური მიიჩნევს, რომ გაწეული დახმარებები მოსახლეობაზე გავლენას იქონიებს:

"ეს რომ ყოფილი არა კოვიდის შემდეგ პერიოდი, ვიტყოდით, რომ ეს არის საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯი, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არის საჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ აუხსნას მოქალაქეებს, რომ ეს არ არის პარტიის დახმარება, ეს არის მთავრობის დახმარება".

ცნობისთვის: 6 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის პანდემიით მიღებული ზიანის გამო მოქალაქეების დასახმარებლად ახალი ინიციატივები გააჟღერა. მისი თქმით, ყველა თვითდასაქმებული, რომელმაც სრულად ვერ წარადგინა დოკუმენტები, მაინც ჩაერიცხებათ 300 ლარი. გარდა ამისა, ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს 17 წლის ჩათვლით ყველა პირი. ამასთან, მოქალაქეებს დაუფინანსებენ ზამთარში, 4 თვის კომუნალურ გადასახადებს და სოციალური კუთხით 150 ქულის მქონე სტუდენტებს სწავლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფარავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S