
მცხეთა-მთიანეთში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნათელაშვილი იქნება
07/08/2020 10:09:43 საშინაო პოლიტიკა
მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი იქნება.
საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა მცხეთის გამგეობასთან გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
"სწორედ ამ ადგილიდან და ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ნორმალური საარჩევნო სისტემის მისაღებად ვიბრძოდი, მინდა, რომ მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი წარვადგინო. გვსურს, შემოვიაროთ თიოეული სოფელი, თითოეული ქალაქი და აქ მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, ქვეყნიდან გაქცევა არ არის გამოსავალი, სოფლების დაცლა, სკოლების დახურვა არ არის გამოსავალი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ", – განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.