გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

07-08-2020 16:01:39 ეკონომიკა

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“ შეიმუშავა და ქვეყანას 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა. ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მოხმარდება პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას.

KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიღებული აქვს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის (PBL - ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) საბიუჯეტო მხარდაჭერა, 90 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა მიმდინარე წლის 30 ივლისს“,-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები