Accentnews.ge
ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

07/08/2020 12:00:15 სამართალი

რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ "მთავარ არხთან" მისმა ბაბუამ გოგი თოფაძემ ისაუბრა.

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ექს–პრემიერის შვილი ბუსა ჟვანია. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ჟვანიას პროკურატურამ ბრალდება 3 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S