![რუსთაველზე სპეცრაზმი შემოვიდა, გამოიყენეს წყლის ჭავლი [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/2297.jpg)
რუსთაველზე სპეცრაზმი შემოვიდა, გამოიყენეს წყლის ჭავლი [ვიდეო]
20/06/2019 21:45:56 სხვა, საზოგადოება
აქციის მონაწილეებს დაზიანებები ძირითადად თავისა და ფეხის არეში აღენიშნებათ. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეების სპეცრაზმს საგნებს ესვრიან, ის კი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით პასუხობს.
დაშავებულები არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც უშუალოდ პარლამენტის შენობიდან მოშორებით იმყოფებიან და შეტაკებებში არ მონაწილეობენ.
პარლამენტთან ისევ დაძაბული ვითარებაა. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შემოვიდა და მთავარ მოედანს იკავებს. იწყება აქციის დაშლა. იყენებენ წყლის წავლს, პარალელურად ისვრიან რეზინის ტყვიებსა და გაზის შუშხუნებს.
ახალგაზრდები მათ წინ ჩამოუსხდნენ.