Accentnews.ge
მკვლელობისთვის, რასაც ახალქალაქში დაძაბულობა მოჰყვა,ერთი პირი დააკავეს

მკვლელობისთვის, რასაც ახალქალაქში დაძაბულობა მოჰყვა,ერთი პირი დააკავეს

09/08/2020 06:26:14 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 36 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი. სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

შსს–ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება.

ცნობისთვის: მკვლელობის შემდეგ ახალქალაქში ვითარება დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელებმა დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S