ახალ ინფიცირებულებს შორის მედპერსონალიცაა
09/08/2020 09:19:27 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, COVID-19–ის ცხრა ახალი შემთხვევიდან ორი მედპერსონალია, ორი – იმპორტირებული, ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდანაა, სამი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.
გამყრელიძის ცნობით, ახალი შემთხვევებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
რაც შეეხება სოფელ ყარაჯალარში არსებულ მდგომარეობას, ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინდელ კვლევაში აღნიშნული სოფლიდან კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, სოფელში მოსახლეობის კვლევა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1000-ს შეადგენს.


