თამარ ბაჩალიაშვილს წესი აუგეს
09/08/2020 20:27:45 სამართალი
23 წლის პროგრამისტს თამარ ბაჩალიაშვილს წესი აუგეს, – ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ თეონა თამაზაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
„უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დღეს თამარს წესი აუგეს, რომ სრულიად გამორიცხონ თვითმკვლელობის ვერსია. ამით მგონი ყველაფერი ნათქვამია“, – ამბობს თამაზაშვილი.
ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.


