
გიგი უგულავა მომხრეა, დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იყოს
10/08/2020 06:44:36 საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მომხრეა, დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყოს.
"საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და Zurab Girchi Japaridze. ევროპული საქართველო მზად ვართ, ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იგი საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.