Accentnews.ge
ადვოკატის ცნობით, მკოიანს მოკვლით ემუქრებიან

ადვოკატის ცნობით, მკოიანს მოკვლით ემუქრებიან

10/08/2020 08:45:55 სამართალი

ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებს“ წევრ ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან.

"დაურეკეს მისსავე მობილურზე, Messanger-ის საშუალებით შემოვიდა ზარი, იქიდან მოსაუბრე პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, თუმცა კავკასიური აქცენტით და მას პირადად განუცხადა, რაც ბატონმა ენზელმა მითხრა, რომ ჩამოსცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არსად განძრეულიყო, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს წაართმევდვენ", - თქვა ადვოკატმა.

ადვოკატის თანახმად, ზარიდან 4 დღის შემდეგ მას WhatsApp-ის საშუალებით დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავს, მოკლავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S