
"ამ ბარბაროსობის შემდეგ სხვა ამოცანები დგას დღის წესრიგში"
20/06/2019 22:35:50 ციტატა
"ის, რაც დღეს ხდება, საქართველოს ხელისუფლების მიერ არნახული დანაშაულია. პირდაპირი ნადირობა მიდის ადამიანებზე. ასეულობით დაჭილი და დაშავებულია მოთავსებული კლინიკებში. გვქონდა იმედი, რომ კრიზისის განმუხტვა პოლიტიკური გზით იყო შესაძლებელი. განვაცხადეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადამდგარიყო. ესეც არ ისურვა. ახლა უკვე აბსურდია ამაზე ლაპარაკი...ამ ბარბაროსობის შემდეგ სხვა ამოცანები დგას დღის წესრიგში. ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი სახე გამოავლინა და არ აქვს უფლება, მართოს ქვეყანა. ჩვენი ფრაქცია ვიკრიბებით იქ, სადაც პოლიტიკური ლიდერები არიან. ვიკრიბებით ერთ–ერთი პარტიის ოფისში და დავგეგმავთ, რა იქნება ხვალ"
განაცხადა ენმ–ის წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში.