"საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან. გაფრთხილებთ, რომ ბელარუსში "მაიდანს" არ დავუშვებ"

10-08-2020 15:11:33 მსოფლიო

ალექსანადრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან. შესაბამისი განცხადება ლუკაშენკომ დსთ-ის აღმასრულებელ მდივან სერგეი ლებედევთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

"მოვისმინეთ მოწოდებები საზღვარგარეთიდან. იყო მოწოდებები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. ისინი მიმართავდნენ, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და, ჩვენს ცხვრებს, რომლებიც ვერ ხვდებიან რას აკეთებენ და ამიტომ მათ მართავენ", – განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ იგი "ქვეყანაში "მაიდანს" არ დაუშვებს:

"ვაფრთხილებ ყველას, რომ ბელარუსში "მაიდანს" არ დავუშვებ. ხალხი უნდა დაწყნარდეს და დამშვიდდეს"

მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე შეტაკებების დროს 25–მდე სამართალდამცველი დაშავდა.

"ისინი ამ ბიჭებმა სცემეს. შესაბამისად, სამართალდამცველებმაც საპასუხო ზომები მიიღეს და რატომ მოთქვამთ და ტირით ახლა? პასუხი იყო ადექვატური. არ მივცემთ მათ ნებას ქვეყანა დაჰყონ", – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო.

ცნობისთვის: გუშინ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და ათობით დემონსტრანტი კი დაშავდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია აქციაზე ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები