
„რაც ხელისუფლების უნიათო და უნიჭო მმართველობის შედეგად ხდება ამჟამად რუსთაველის გამზირზე, ჩვენი ერის ტრაგედიაა“
20/06/2019 22:28:36 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
„რა კითხვები ქონდათ, ეს თავად გითხრან. მე ყველაფერზე გავეცი ამომწურავი პასუხები, არავითარი წინააღმდეგობა ამ გამოკითხვაში არ გამიწევია, რაც აინტერესებდათ ყველაფერი ავუხსენი. აინტერესებდათ ის, რაც არის მეორეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც ამავე ხელისუფლების უნიათო და უნიჭო მმართველობის შედეგად ხდება ამჟამად რუსთაველის გამზირზე. ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის, მე ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს ორი მოვლენა არის ერთი ჯაჭვის რგოლები, დაიწყო „პრაიდით“ და გაგრძელდა იქ. ეს არის მიზანმიმართული ერთიანი პროვოკაცია, რომელიც აბსოლუტურად უნიჭოდ იმართება და მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს როგორც მინიმუმ დესტაბილიზაციას. მე არ მაინტერესებს ამაში მონაწილე ადამიანები არიან „ნაცები“ თუ „ქოცები“, უნდა ჩატარდეს გამოძიება. მე გავრილოვის ტუტუც გამოხტომაზე უკვე გავაკეთე კომენტარი. მიმაჩნია, რომ თითოეული მონაწილე უნდა დაისაჯოს ქართული კანონმდებლობის უმკაცრესი სტანდარტებით. მე არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამ ქართველი ხალხი რომ იჩაგრება, ასეთ სისხლისღვრა რომ ხდება, ყველა დამნაშავეა ამ პროცესში. თქვენ თუ ჩემგან ელოდებით მოწოდებებს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, პარლამენტი უნდა ვადამდელი არჩევნებით დაიშალოს, ვიდრე გამოძიება არ გაარკვევს, ვინ არის ის დივერსანტი, ვინც ქართველ ხალხს ასე აწამებს, ვინც მის ნებას ასე აფურთხებს, ვინც მის ნებას ასე ფეხებზე იკიდებს, აი ახლა ცრემლები მადგება ძლივს ვლაპარაკობ, ვინც ტყვიებს ესვრის, ქუჩებში აკოტრიალებს, სულში აფურთხებს და ეუბნება ხან „პრაიდს“ და ხან რუს დეპუტატს დაგიჯენენ თავმჯდომარის სკამში. მე მაგ გამზირზე როცა მკლავდნენ, რუსი „სალდათები“ ცხრა აპრილს, მე ვიცოდი, რას ვიცავდი მე ვიცოდი ვის ვებრძოდი, მე ვიცავდი იმ ღამეს ჩვენს ქალებს. 16 ქალი მოგვიკლეს მაშინ, მე მომიკლეს ასე ვთვლი, ესენი რას შვებიან“.
ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ცხრასაათიანი გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. მან რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.