Accentnews.ge
"რაც  არ  ყოფილა  არასდროს  ის  გაკეთდება  კახეთში"

"რაც  არ  ყოფილა  არასდროს  ის  გაკეთდება  კახეთში"

10/08/2020 12:15:03 საშინაო პოლიტიკა

"ჩვენ უახლოეს წლებში ვნახავთ უკვე, რომ კახეთში წყალმომარაგების საკითხი იქნება თანამედროვე დონეზე აყვანილი, რაც არ ყოფილა არასდროს ის გაკეთდება კახეთში", – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"წინასაარჩევნო კამპანია, იქნება ძალიან აქტიური, დატვირთული წინასაარჩევნო კამპანია იქნება. არის ყველა თემა, რომელთან დაკავშირებითაც მე, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმუშავია და ყველა ის გამოწვევა, ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონს, ჩვენს მუნიციპალიტეტს, რა თქმა უნდა ყველა ამ, თემაზე მექნება მე, საუბარი ჩვენს მოქალაქეებთან და არამარტო გაკეთებული საქმეები, დღევანდელი პრობლემები, ხვალინდელი გადასაწყვეტი საქმეები, რაც არის ყველა ამ თემაზე გვექნება ჩვენ საუბარი იმიტომ, რომ გამარჯვების შემდეგ პარლამეტში, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი საშუალებები მივცეთ, საკანონმდებლო დონეზე, მუნიციპალიტეტს, რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომ უფრო აქტიურად უფრო მეტი, სიკეთის მოტანა შეძლოს მან, ჩვენი მოქალაქეებისათვის. ყველა ის პროგრამა, რომელიც კახეთში მუშაობს, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების სახით, მე, ვიცი ეს პროგრამები, ვარ ამ პროგრამების შექმნაში და დანერგვაში თანამონაწილე, აქაც ვიცით თუ რა გამოწვევებია რა, საჭიროებს დახვეწას, ახალი მიდგომების შემოტანას და რა თქმა უნდა ესეც გამარჯვების შემდეგ იქნება ჩვენი მუშაობის, ერთ-ერთი მთავრი მიმართულება. რა თქმა უნდა მაჟორიტარი დეპუტატი ხალხისთვის ასოცირდება, როგორც ადამიანი რომელიც, გაჭირების ჟამს ან აუცილებლობის ჟამს, მისი ინტერესების დამცველი უნდა იყოს და მე, გავაგრძელებ ამ, მუშაობას იგივე ტემპით რა ტემპითაც აქამდე ვმუშაობდი.

კახეთის რეგიონში არც ერთი ეტაპი 2012 წლამდე არ განხორციელებულა, შეიძლება სხვაგან სადღაც განხორციელდა, ყოველ შემთხვევაში ამ, ხელისუფლებამ დაიწყო, წყალმომარაგების საკითხებზე ზრუნვა, ჩემი სახელმწიფოს რწმუნებულად მუშაობის პერიოდში, უკვე ცალსახად და მკაფიოდ დაიცვა, რომ წყალმომარაგება არის ნომერ პირველი, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხი რომელიც უნდა გადაწყდეს. თქვენ იცით, რომ მთელ რიგ მუნიციპალურ ცენტრებში, წელს უკვე მთავრდება, წყალმომარაგების სისტემების ამშენებლობა ან რეაბილიტაცია, გამრიცხველიანობა მიმდინარეობს, იმიტომ რომ გამრიცხველიანობის გარეშე, რთულია, რომ მუდმივი ხარისხიანი წყალი მიაწოდო მოსახლეობას, ამავე დროს უკვე ჩვენ, არამარტო საქართველოს მთავრობასთან, არამედ კახეთ როგორც აზიის განვითარების ბანკთან ერთად, საქართველოს მთავრობასთან ერთად ვთანამშრომლობთ, რომ ყველა მიმართულებით, დაიწყოს წყალმომარაგების პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტები ეხლაც თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველთვის ახორციელებენ, სხვადასხვა ზომის ჭაბურღილები იქნება თუ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს მაგრამ, ვიმეორებ ეს იქნება ის პროექტები, ეხლა ვიტყვი მაგალითად ეს, არ ეხება ჩემს მაჟორიტარულ ოლქს მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, კახეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი რეგიონი იყო წყალმომარაგების კუთხით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 27 მილიონიანი პროექტი ხორციელდება, 8 სოფლისათვის ხარისხიანი წყალის მიწოდებისათვის. ეს კლასტერული მიდგომა წყალ მომარაგების გაუნჯობესებისა არის უკვე დამტკიცებული პროგრამა, ჩვენ უახლოეს წლებში ვნახავთ უკვე, რომ კახეთში წყალმომარაგების საკითხი იქნება თანამედროვე დონეზე აყვანილი, რაც არ ყოფილა არასდროს ის გაკეთდება კახეთში.

როგორც მოგეხსენებათ 90-იან წლებში 2000 - იან წლების დასაწყისშიც სხვადასხვა მიზეზების გამო, ამის ანალიზს ახლა აქ დეტალურს, არ შევუდგები, პანკისი გახდა მოწყვლადი, ამიტომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავრი მიმართულება, სწორედ იყო პანკისის ხეობის განვითარება, ამიტომ წინსწრებად ყველაზე მეტი იფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, განხორციელდა პანკისში და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ამ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ, არცერთი ჩვენი თანა მოქალაქე არ, უნდა იყოფოდეს, არც მისი ეთნიკური ან, სხვა რაიმე ნიშნით, პანკისი და იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, აფსოლიტურად იგივე ჩენი თანა მოქალაქეები, ის სოციალური პრობლემები რაც იყო მათ წინაშე, ჩვენ შევეცადეთ, რომ წინსწრებით გადაგვეწყვიტა, არსებული კონკრეტული, გარემოებებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა ზუსტად იგივე ნაირად გავაგრძელებთ, თანამშრომლობას და მუშაობას რათა ეს ხეობა იყოს, ერთ-ერთი ნორმალური კარგად განვითარებული ხეობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S