Accentnews.ge
ენზელ მკოიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ენზელ მკოიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო

10/08/2020 12:32:33 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენზელ მკოიანის საქმეზე გამოძიება გამოძალვის მუხლით დაიწყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლი მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას გულისხმობს.

ცნობისთვის: მკოიანის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან.

მისი თქმით, მკოიანს ორჯერ, სხვადასხვა სოციალურ ქსელში დაურეკეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S