Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილის და ესტონეთის ექს–პრეზიდენტის შეფასებების თანხვედრა აგვისტოს ომზე

ბიძინა ივანიშვილის და ესტონეთის ექს–პრეზიდენტის შეფასებების თანხვედრა აგვისტოს ომზე

10/08/2020 04:40:00 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ესტონეთის ექს–პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს. მისი თქმით, "როდესაც სააკაშვილმა დაურეკა, მან ურჩია, რომ რუსეთის ქმედებებისთვის ცეცხლითვე არ ეპასუხა და დოკუმენტური მტკიცებულებები საერთაშორისო მონიტორებისთვის გადაეგზავნა".

„სააკაშვილმა დამირეკა, მე აქ, სახლში ვიყავი. მითხრა, რომ რუსეთი საქართველოს ბომბავდა და მას რაღაც უნდა ემოქმედა. მე მას ვუთხარი რომ არაფერი გაეკეთებინა. ჩემი რჩევა იყო, რომ არაფერი გაეკეთებინა იმის გარდა, რომ დოკუმენტირება მოეხდინა. გაეგზავნა ეუთოში, ნატოში, ევროკავშირში. ძირითადად ეს არის გზა, რომლითაც შეგიძლია მოიგო. მეორე დღეს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში“, – განაცხადა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იგივე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება მოჰყვა.

აი რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს:

„არც ის არ მითქვამს სააკაშვილმა ომი დაიწყო. როდესაც გაუგებარი ბანდები, ფორმირებები ისროდნენ სამხრეთ ოსეთის მხრიდან, ერთადერთი სწორი ქცევა იყო მაშინ, უნდა მოეწვია საერთაშორისო მონიტორინგი, დამკვირვებლები. იქ არავინ არ მომკვდარა, ერთი სახლი გვაჩვენეს დანგრეული, რამდენიმე მაცხოვრებლის გამოყვანა იყო საკმარისი იმ სოფლებიდან, ამის სანაცვლოდ კი დაქოქეს ტანკები , ასწიეს თვითმფრინავები, ჩავიდნენ საზღვრამდე და ეს უნდოდა პუტინს ზუსტად. ამით შემოვიდა, ამის საფუძველზე შემოვიდა რუსი ჯარი საქართველოში და რა თქმა უნდა მას შემოუძღვა სააკაშვილი, სააკაშვილმა შემოიყვანა ის ყველა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S