ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი დააკავეს

10-08-2020 17:29:02 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბა საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ფსოუზე“ ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე დააკავეს.

„ტასს“-ის ინფორმაციით, დაკავება დაკავშირებულია შეზღუდვასთან, რომელიც ფულად დავალიანებას ეხება. კერძოდ, კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებელი ფედერალური სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავიძბას 300 ათასი რუბლის დავალიანება ჯარიმის სახით აქვს, ხოლო გადასახადების რაოდენობა, რომელიც მას უნდა დაეფარა, 600 ათას რუბლს შეადგენს. ამ დავალიანების გამო მას გადაადგილებაზე შეზღუდვა დაუწესდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები