Accentnews.ge
მესტიაში მეწყერი ჩამოწვა

მესტიაში მეწყერი ჩამოწვა

10/08/2020 17:57:28 რეგიონები

მესტიაში შავღელესთან მეწყერი ჩამოწვა.

ამ დროისთვის ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღეს საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S