"ოპოზიცია ერთმანეთის ხმების დაცვის შესახებ დეკლარაციაზე შეთანხმდა"

10-08-2020 22:14:30 საშინაო პოლიტიკა

პარტია დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" წევრის ანზორ ბიწაძის განცხადებით, ოპოზიცია ერთმანეთის ხმების დაცვის შესახებ დეკლარაციაზე შეთანხმდა.

"ოპოზიცია არის შეთანხმებული ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მე ვიტყოდი ისეთივე მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც იყო საკონსტიტუციო რეფორმის მიღწევა. ეს არის დეკლარაციაზე ხელმოწერა და შემდეგ ამ დეკლარაციის ქვეშ მექანიზმების შემუშავება, თუ როგორ უნდა დაიცვას ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთმანეთის ხმები. ეს შეთანხმება მიღწეულია, ეს შედგება. შემდეგ მოხდება ამის სისტემაში მოყვანა, გამოცდილი ოპოზიციური ლიდერები სისტემურად გამოიყენებენ ამ მექანიზმს", - განაცხადა ბიწაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები