სერგეი შამბა: "გალელებისთვის ბინადრობის მოწმობა შეურაცხმყოფელია"

11-08-2020 09:26:02 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნული მდივანი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ "გალელებისთვის ბინადრობის მოწმობა შეურაცხმყოფელია".

“სადღეისოდ გალელებს მხოლოდ ბინადრობის უფლება აქვთ, რაც, ვფიქრობ, მათთვის შეურაცხმყოფელია, რადგან მათი წინაპრები ამ მიწაზე ცხოვრობდნენ, ბევრი მათგანი ოდესღაც აფხაზი იყო. არ ვარ იმის მომხრე, რომ ამ წარსულში ვიქექოთ, - ამით კარგს ვერაფერს მივიღებთ და ვერც ვერასოდეს დავადგენთ ამას. რასობრივი მიდგომა საერთოდ მიუღებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში და, მით უმეტეს ჩვენთან, სადაც ასეთი შერეული მოსახლეობაა, მსგავსი საუბრები და თემები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ჩემი აზრით, საჭიროა, აფხაზეთში მათი მოქალაქეობის საკითხი გადაიჭრას”, – განაცხადა შამბამ "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამ მხრივ შექმნილი მდგომარეობა რთულია, თუმცა მისი გადაჭრა საჭიროა:

“არ არის მარტივი სიტუაცია. მე მესმის გალის რაიონის მოსახლეობისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭების საკითხისადმი დამოკიდებულება, რადგანაც ის ეფუძნება იმას, რომ ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ჩვენ კი ორმაგი მოქალაქეობა არათუ საქართველოსთან, ჯერ რუსეთთანაც კი არ გვაქვს დაშვებული. თუმცა ამაზე აქცენტირბა ვფიქრობ, არასწორია. ჩვენ ისინი აფხაზურ საზოგადოებაში უნდა შემოვიყვანოთ, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად ვაქციოთ, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა, აფხაზეთის მოქალაქეებად იგრძნონ თავი და არა გარიყულებად. ასე ხომ “მეხუთე კოლონას” მივიღებთ მუდამ და გვჭირდება ჩვენ ეს?! ეს არასწორი მიდგომაა”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები