სოხუმის ქალთა გუნდმა უმაღლეს ლიგაში იასპარეზა

11-08-2020 12:11:33 კონფლიქტები ,რეკლამა

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდმა „დინამომ“ ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

სოხუმის „დინამოს“ გოგონების გუნდმა ახმეტის "თუშეთთთან" იასპარეზა, რომელსაც 8:0 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ქალთა გუნდებს შორის 2020 წლის სეზონი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიხსნა და თამაშში 14 გუნდი მონაწილეობდა. მატჩის წინ, სოხუმის „დინამოელებმა“ ქუთაისის "მართვეს" ქალთა გუნდის და თბილისის "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელების - ნინო გურგენიძის და გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მინდორზე მათი გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ. საფეხბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო, რომელმაც სოხუმის “დინამოს“ ქალთა გუნდს პირველი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები