ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს და დაარბიეს
11/08/2020 08:12:30 სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გვიან ღამით გაქურდეს და დაარბიეს.
ტაძრის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ დილით ტაძარში მისულს სასანთლეები წაქცეული, ხატები დამტვრეული და შესაწირი ყუთიდან თანხა გატაცებული დახვდა.
სტიქაროსანი ვარაუდობს, რომ ქურდებმა ეკლესიაში ფანჯრიდან შეაღწიეს, ვინაიდან, ის ჩამსხვრეულია.
"მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი. პოლიცია მუშაობს“, – აღნიშნა სტიქაროსანმა.


