Accentnews.ge
"ლენჯერს ამ დროისთვის კორონავირუსის 17  შემთხვევა უკავშირდება, მაგრამ გუშინ აღებული 400-მდე ნიმუშის კვლევა ჯერ არ დასრულებულა"

"ლენჯერს ამ დროისთვის კორონავირუსის 17 შემთხვევა უკავშირდება, მაგრამ გუშინ აღებული 400-მდე ნიმუშის კვლევა ჯერ არ დასრულებულა"

11/08/2020 09:59:23 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის სოფელ ლენჯერს კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა გუშინ აღებული 400-მდე ნიმუშის კვლევა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში დადასტურებული 14 შემთხვევიდან ლენჯერს ერთი უკავშირდება.

"დღეს მხოლოდ 1 შემთხვევა იყო, ანუ სულ ამჟამად ლენჯერიდან გვაქვს 17 შემთხვევა, საიდანაც 12 თვითონ სვანეთში მცხოვრებ ადამიანებს დაუდასტურდათ და 5 - მათ კონტაქტებს - თბილისში მაგრამ, ჯერ არ დასრულებულა გუშინ აღებული 400-მდე ნიმუშის კვლევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1264-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S